Saturday, February 14, 2015

დღე მესამე


ბუკლეტების ნახვის შემდეგ განვიხილავთ მოდელს 2 . სტანდარტიდან გამომდინარე ვწერთ ზმნებს. შემდეგ ჩავწერეთ 21 საუკუნის უნარ-ჩვევები შინაარსობრივ სტანდარტებსა და ინდიკატორებში. ვხსნით სტნდარტებსა და მიზნების რუბრიკას, განვიხილავთ განახლებული ბლუმის ტაქსონომიას ზმნების კლასიფიცირებას და ვადარებთ. შემდეგ ვხსნით 21 -ე საუკუნის უნარჩვევებს და შესაბამის ლექსიკას, ეს გვეხმარება მიზნების დაწერასა და ჩამოყალიბებაში, შემდეგ ვწერთ სასწავლო მიზნებს.
20 წუთიანი შესვენების შემდეგ გავეცანით და განვიხილეთ აქტივობა 2.  შემდეგ ვეცნობით სლაიდს შოუს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებზე. ვამუშავებთ საგნობრივი სტანდარტის მიზნის მისაღწევად რჩევებს მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების შემუშავებისთვის. ვეცნობით სიტყვებს .
კითხვების დასაწერად  ვეცნობით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების მაგალითებს და ვწერთ ზოგად,თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს. 
 საბოლოოდ კი ჩვენს ფალილებს ვტვირთავთ დრაივზე. 

No comments:

Post a Comment