Monday, March 2, 2015

მეცხრე დღე

დღე დავიწყეთ გეგმაზე მუშაობით. ჩავასწორეთ, კიდევ ერთხელ გადავხედეთ სასწავლო პროექტის გეგმა და შესწორებები შევიტანეთ.
მსმენელებმა გავაკეთეთ პეზენტაციები.
პირველი გამომსვლელი ნატა ქევხიშვილი წარადგენს თავის პრეზენტაციას  "  გლობალური დათბობა საქართველოში" .
მეორე გამომსვლელი ნათია ბეჭვაია " წარადგენს გეომეტრიული ფიგურები "
მესამე გამომსვლელი მაკა მამასახლისი წარადგენს პრეზენტაციას "მუსიკის როლი ადამიანის ცხოვრებაში."
მეოთხე მსმენელი თავად მე გახლავართ , პროექტიტ "საფრანგეთის ტურისტული ძეგლები"
მეხუთე მსმენელი  თამარ მაისურაძე პროექტიტ მოსახლეობის დამოკიდებულება ბირთულ ენერგიაზე"
მეექვსე მსმენელი მაია მანჯგალაძე პროექტით "ვლადიმერ მაიაკოვსკი"
მეშვიდე მსმენელი კაპანაძე მანანა პროექტიტ წრფივი ორუცნობიანი უტოლობის გამოყენება პრაქტიკულ ამოცანებში .
მერვე მსმენელი ნათია შიუკაშვილი " ალავერდობა "
მეცხრე მაია კაკაურიძე " მინდა კოპიუტერი ვიყიდო "
მეათე მსმენელი ნანა დვალი "კომპიუტერი ჩვენს ცხოვრებაში"

 ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო . დიდი მადლობა ქალბატონ მანანას <3 <3  

Sunday, March 1, 2015

მერვე დღე

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო.  ვიმუშავეთ ბლოგში.  გადავიტანეთ დრაივიდან ბლოგში ინფორმაციები .
განვიხილეთ ფასილიტაცია და მისი მაგალითები.ინტერვიუებისთვის ვქმნით კითხვარს.ყველა ინფორმაცია ავტვირთეთ ზრაივზე და ბლოგზე .

Saturday, February 28, 2015

დღე მეშვიდე

მნმენელები ვკითხულობთ დავალებებს " სასწავლო პროცედურებს " . ვეცნობით პრეზენტაციას ინდივიდუალური განსხვავებები სწავლების დროს. და ვავსებთ თვითშეფასების ფორმას, ეს დოკუმენტი დამეხმარება მოსწავლეებში დამოუკიდებლად სწავლას შევუწყო ხელი. განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია. . მოსწავლლებს შევუქმენით პრეზენტავიის შაბლონი, რათა დავეხმაროთ რთული დავალების შესრულებაში.გვაქვს დავალება.რესურსებში უნდა გავეცნოთ მოსწავლეთა დოკუმენტებს.
ავტვირთეთ დრაივზე ახალი მასალები .

Sunday, February 22, 2015

მეექვსე დღე

განვიხილეთ გაკვეთლზე გამოსაყენებელი თვითშეფასების რეფლექსია. ბლოგზე ავტვირთეთ მოსწავლის ნიმუში. განვიხილეთ სხვისი  ნამუშევრები და დავუწერეთ კომენტარები.  გავეცანით და შევავსეთ შეფასების რუბრიკა პრეზენტაციისათვის. 

Saturday, February 21, 2015

დღე მეხუთე

დღეს ვიმუშავეთ დრაივში. ვისწავლეთ ფაილის გადაყვანა , რედაქტირება , გაზიარება , კომენტარის გაკეთება.
განვიხილეთ საავტორო უფლებების გაცნობიერება , ვნახეთ საიდ შოუ.
შევავსეთ გამოყენებული ლიტერატურის ფორმა.
მოვამზადეთ პრეზენტაცია ჩვენს პროექტზე POWERPOINT-ში.

Sunday, February 15, 2015

მეოთხე დღე


ტრენინგის მონაწილეები ვხსნით დრაივს და ჩვენს სამუშაო ფაილილებს ვტვირთავთ. ვმუშაობთ კვლავ ვიუვერში მეორე მოდულში აქტივობა 3 (შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტები). განვიხილავთ შეფასების სტრატეგიებს. გავეცანით შეფასების ფორმები.  შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო.
შევავსე "ვიცი-მინდა ვიცოდე გავიგე" ცხრილი. ახალ მასალას ვტვირთავთ დრაივზე .